LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს

34

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, პროტესტის ეს მიზეზი უკავშირდება იმ შეზღუდვას, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულს სატელეფონო ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით დაუწესა.

ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომელიც უწყებამ გუშინ გაავრცელა.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულმა სატელეფონო ზარი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განახორციელა.

ამის გარდა, გიორგი ფანცულაიამ განმარტა, რომ დეკანოზს ბოლო დროის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მაღაზიაში პროდუქტი ეყიდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საკვებზე უარის თქმის შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, სადაც აღნიშნული პროტესტის მოტივი არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც მსჯავრდებულმა ოქმს ხელი არ მოაწერა.

ყველამ ვიცით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. მინისტრმა დაადასტურა, რომ არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება. როცა გამოაცხადა, რომ საკვების მიღებაზე უარს ამბობს, უნდა შეედგინათ ოქმი და ამ დროს ეკითხათ მოტივი. ამ ოქმზე არ მიუთითეს რეალური მიზეზი და მან უთხრა, რომ ხელს მოაწერდა მხოლოდ მაშინ, როცა მოტივს მიუთითებდნენ.

ეტყობა ისე დაარეგისტრირეს, თითქოს, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ასევე, თუ ტელეფონი გაფუჭებული იყო, რატომ მითხრეს, დაგარეკინებდით შვილის დაბადების დღის მისალოცად თუ რეკავდიო. ბოლო დროს არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას ეყიდა რაიმე. პროტესტის ეს ფორმაც ამიტომ გამოაცხადა,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

გიორგი მამალაძის პროტესტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. მისი ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზს ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მან საკვების მიღებაზე უარი განაცხადა. მალევე სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ციხეში ტექნიკური პრობლემა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები