LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ადვოკატებთან ერთად სასამართლო დარბაზი დატოვა

52

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს. ამით დაცვის მხარემ პროცესის დატოვების თაობაზე თავად დაკავებულის მოწოდება გაითვალისწინა.
მათივე თქმით, დეკანოზს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაენიშნება სხვა ადვოკატი, ვინაიდან ეს თავად ბრალდებულს არ სურს. ე.წ. ციანიდის საქმე სრულად დაიხურა. ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ბრალდებულმა დეკანოზმა პროცესი დატოვა და ადვოკატებსაც აღნიშნულისკენ მოუწოდა.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომების დახურვის გადაწყვეტილების საპროტესტოდ დღევანდელი პროცესი დატოვა და იმავესკენ საკუთარ ადვოკატებსაც მოუწოდა.

„პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს“, – განაცხადა მამალაძემ, მისმა დაცვის მხარემაც დარბაზი რამდენიმე წუთში დატოვა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების განხილვა, მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები