LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიამ „მოდის ოსკარი“ ნორა ბებიას მიუძღვნა

130

დემნა გვასალიამ, როგორც „ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა და საკუთარი ბრენდის, „ვეტმანის“ შემქმნელმა, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. მას ახლახან „მოდის ოსკარი“ გადასცეს.

დემნას ჯილდო მისივე სამოსსა და ცნობილ ჩექმებში გამოწყობილმა მოდელმა ალეკ ვეკმა გადასცა.

გვასალიამ თავისი ჯილდო საყვარელ ნორა ბებიას მიუძღვნა – „ეს შენთვისაა, ნორა“, აღნიშნა მან გამოსვლისას და დასძინა, რომ ბებია იყო ის ადამიანი, რომელსაც უპირობოდ სჯეროდა მისი.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ბოლო პერიოდში მსოფლიო მოდაში გადატრიალება მოახდინა და საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილებებით მთელი მოდის სამყარო აალაპარაკა.

https://www.facebook.com/Demnagvasaliadaily/videos/565918337128987/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები