LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს “სიამოვნებით შეხვდებოდა”

36

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდებოდა „საჭიროების შემთხვევაში“, ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს.

„თუ ჩემთვის კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ხელსაყრელი იქნებოდა, სიამოვნებით დავთანხმდებოდი,“ – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო პერიოდში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა სულ უფრო დაიძაბა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ამერიკულმა და სხვა დასავლური ქვეყნების დაზვერვის სამსახურებმა განაცხადეს, რომ კორეა ბირთვული იარაღის გამოსაცდელად ემზადებოდა.

ტრამპის ადმინისტრაციამ ამის საპირისპიროდ დაასახელა ყველა შესაძლო მოქმედება, მათ შორის  – სამხედრო თავდასხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები