LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი შესაძლოა სპეციალურმა პროკურორმა დაკითხოს

49

დონალდ ტრამპი შესაძლოა, უახლოესი კვირების განმავლობაში 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებით დაკითხოს. ამის შესახებ „ვაშონგტონ პოსტი“ იუწყება.

გამოცემა წერს, რომ თავად ტრამპი სპეციალურ პროკურორთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ ნერვიულობს და მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ წერტილი დაესმება მის საარჩევნო შტაბსა და კრემლს შორის კავშირების განხილვას.

თეთრი სახლი ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს სპეციალური პროკურორის ოფისთან კავშირების შესახებ. თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობს პროკურორთან, რათა წვლილი შეიტანოს ყველა არსებული საკითხის დროულად გადაჭრაში, – ნათქვამია დონალდ ტრამპის იურისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები