LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი თავს რასისტად არ მიიჩნევს

21

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია და თავს რასისტად არ მიიჩნევს.

მე არ ვარ რასისტი. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი ვარ, ვისთანაც თქვენ ოდესმე ინტერვიუ აგიღიათ, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

12 იანვარს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად“ მოიხსენია.

საიმიგრაციო რეფორმის შესახებ შეხვედრაზე ენა, რომლითაც მე ვსაუბრობდი, მკაცრი იყო, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მომაწერეს, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები