LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება

43

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი უკვე ცნობლია. მათი შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა.

„ძალიან მოსალოდნელი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება. ჩვენ ორივენი შევეცდებით ეს მომენტი განსაკუთრებული გავხადოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.

მანამდე ტელეარხი Fox News ამ შეხვედრის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, თუმცა, მედიასაშუალებას თარიღი არ დაუსახელებია.

გუშინ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დრო და ადგილი სამ დღეში გახდებოდა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები