LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტზე უარი თქვა

38

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტზე უარი თქვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტება საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ის საშუალებით გააკეთა.

ტრამპის თქმით, ის უკმაყოფილოა ობამას ადმინისტრაციის მიერ ლონდონის ცენტრში ამერიკის საელჩოს შენობის იაფად გაყიდვით და, ასევე, ახალი საელჩოს მშენებლობის ხარჯებით.

ეს არასარფიანი გარიგებაა. მათ უნდოდათ, რომ საელჩოს გახსნის ცერემონიაზე ლენტი გამეჭრა,“ – წერს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ლიდერი ლონდონში თებერვლის ბოლოს ახალი საელჩოს გახსნას უნდა დასწრებოდა. ოფიციალურ ლონდონს ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები