LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს უმასპინძლა (ფოტოები)

31

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კილიაკს ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა.

სერგეი ლავროვისა და ტრამპის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის შესახებ, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ “პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, აშშ-სა და რუსეთს შორის, უკეთესი ურთიერთობის დამყარების სურვილს”.

ტრამპმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სირიაში კონფლიქტის დასასრულებლად, რუსეთმა და აშშ-მ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას სირიაში კონფლიქტის დასრულების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთმა შეაკავოს ასადის რეჟიმი, ირანი და მისი მომხრეები“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარი შეეხო უკრაინის პრობლემასაც.

სურათებიდან ჩანს, რომ შეხვედრამ საკმაოდ მხიარულ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ლავროვს, FBI-ს დირექტორის გათავისუფლებაზეც ჰკითხეს, რაზეც ირონიული პასუხი მიიღეს: გაათავისუფლეს? ხუმრობთ? …

იგივე შეკითხვას აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: ის საქმეს კარგად არ აკეთებდა, ასე უბრალოდ, ის საქმეს კარგად არ აკეთებდა…

იხილეთ ასევე, ტრამპმა FBI-ს დირექტორი გაათავისუფლა

ამის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფება. ის მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. 8 მაისს კვირიკაშვილი დონალდ ტრამპსაც შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები