LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, დღეს ირანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს

79

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, დღეს ირანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულზე მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი იმ ქმედებებს ემხრობა, რომლის თანახმად, აშშ-ის ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდის ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგება.

2015 წლის 14 ივლისს ირანმა და ექვსეულმა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და გერმანია) შეთანხმებას მიაღწიეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული ითვალისწინებს ირანზე დაწესებული სანქციების გაუქმებას.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ეს შეთანხმება. მისი აზრით, ირანი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები