LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მელანიას შერჩეული ავეჯი მთლიანად გამოცვალა

110

The New York Times-ის ინფორმაციით, რომელიც გამოცემამ სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლისთვის მეუღლის შერჩეული ავეჯი საკმაოდ მოკლე დროში სრულად გამოცვალა. ცნობილია, რომ მელანიასა და დონალდის გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მელანია თუ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, დონალდი ლუდოვიკო მე-14-ის ტრიუმფალურ სტილზე აკეთებს არჩევანს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ლედი მეუღლის გაპრეზიდენტებიდან ნახევარი წლის განმავლობაში ვაჟის სასწავლო წლის დამთავრებამდე, ნიუ -იორკში, ტრამპ თაუერში ცხოვრობდა. სწორედ ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ შეარჩია ახალი ავეჯი თეთრ სახლისთვის, რომელიც მისმა პრეზიდენტმა მეუღლემ თავისი გემოვნებით მალევე ჩაანაცვლა.

ფაქტზე კომენტარი პირველი ლედის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სტეფან გრიშელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ავეჯის ცვლილება მეუღლეების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები