LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძაან სიფსიხეები გელოდებათ” – რას ყვებიან მსახიობები ჩდს-ს ახალ სეზონზე [ვიდეო]

1111

ხვალიდან სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონი იწყება. “რუსთავი 2”-ის ეთერში სერიალის მსახიობებმა და პროექტის ხელმძღვანელმა, ახალ სერიებზე ისაუბრეს.

ირაკლი საღინაძის თქმით, ახალ სეზონში, ახალი პერსონაჟები შემოვლენ და კარგად დავიწყებული ძველი გმირებიც გამოჩნდებიან.

“ძალიან ბევრი ემოციით, სიურპრიზით და შთაბეჭდილებით დატვირთულ სეზონს ვთავაზობთ მაყურებელს. ახლა ჩვენ შევქმენით რაღაც პერსონაჟები და შევარჩიეთ ახალი ტიპაჟები. მგონია, რომ ჰიტურ პერსონაჟებს მივიღებთ”, – განაცხადა ირაკლი საღინაძემ.

ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე კი ამბობს, რომ წინასწარ სიუჟეტს არ გაამხელს, თუმცა აანონსებს რომ მაყურებელს “სიფსიხეები” ელოდება.

“ერთს გეტყვით, რომ იქნება ძაან სიფსიხეები. რომ გაგიმხილოთ მერე ხომ აზრი აღარ ექნება?”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები