LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი რეისი გადაიდო

95

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროის მონაცემებით, 4 რეისი ვერ სრულდება.  კერძოდ, გაუქმებულია Scat Airlines რეისი, რომელიც ფრენას აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ასრულებდა. ასევე, რეისი გააუქმა Turkish Airlaines-მა, რომელიც რეისს გოგჩენი-თბილისის მიმართულებით გეგმავდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად აქტაუში გადამისამართდა Air Astana-ს რეისი, რომელიც ფრენას ალმაატადან ახორციელებდა, ხოლო აშხაბადში დაფრინდა china southern airlines – ის რეისი, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა.

რაც შეეხება ქუთაისა და ბატუმის საერთაშორისო აეროპორტებს, ამ დროისთვის ფრენები განრიგის მიხედვით ხორციელდება.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. არსებობს მოლოდინი, რომ მდინარეების დონე საშიშ ნიშნულამდე მიაღწევს.

თბილისის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს. შესაბამისი რეკომენდაციები გაავრცელა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა.

ამავე თემაზე – ძლიერი ქარი საქართველოში – რა ხდება რეგიონებში (ფოტოები)