LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში 3 ავიარეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო

163
თბილისის აეროპორტი

გასული ღამის განმავლობაში, ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში 3 ავიარეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 2 რეისი, „პეგასუსის“ – სტამბოლი-თბილისის რეისი და გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი, ასევე აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი.

თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ავიარეისები დღეს, დღის განმავლობაში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები