LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიამ დაბადების დღე გერმანიაში აღნიშნა – ტელეწამყვანს 45 წელი შეუსრულდა

621

9 ივლისს ეკა ხოფერია 45 წლის გახდა. მან თავისი დაბადების დღე მეუღლესთან ერთად გერმანიის ქალაქ ალტენტრეპტოვში შეხვდა. ამ ქალაქს წყვილი იმიტომ ეწვია, რომ ტელეწამყვანის ექიმ მეუღლეს მუხლზე ოპერაცია დასჭირდა. ახლა, როგორც ეკა წერს, ყავარჯნით სარგებლობს და წიგნსაც წერს, თუმცა მეუღლისთვის დაბადების დღის ორიგინალურად მილოცვა არ დავიწყებია.

ეკა აღნიშნავს:

„ტკბილი სიზმრების წინ საკითხავი)

ე.ი. რა ქნა დღეს ჩემმა დროებითმა ჟოფრეი დე პეირაკმა)), რომლის მუხლის საოპერაციოდაც ვეწვიეთ ამ უჩვეულო და საყვარელ ქალაქს. ჯერ დილით ამ მარკზე, ცენტრალურ მოედანზე, რომელიც, ცხადია, ცარიელი იყო , მითხრა, აი, ნახე, ეს მთელი მოედანი შენ გაჩუქეო( ნუ, გადავკეტეო, არ თქვა); მერე ყავარჯნებით სეირნობა-სეირნობით მივადექით ახლად გახსნილ იტალიურ რესტორანს. მეპატრონე ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ აქ დაბადებულ-გაზრდილი, მერე წასული დიდ ქალაქებში და გამოცდილებამიღებული და დაბრუნებული მშობლიურ ალტენტრეპტოუს. დაუქირავებია მაგარი იტალიელი შეფმზარეული და დღეს ჰქონდა პრეზენტაცია, ვიწრო წრეში ხუჯიკა/ხოფერიასთან ერთად). ეს რესტორანი აქ მალე ყველას გადაუჯოკრავს (არსებულ ორს თუ სამს); აქვს სამი სივრცე, ორი შიგნით და ერთი შიდა ეზოში. გარეთ, როგორც შევთანხმდით, აქაურები არ მიირთმევენ და არ უყვარ , ეგ ამბავი მთლიანად შიდა ეზოებშია გადატანილი. ვფიქრობ, ან კანონმდებლობა აქვთ ასეთი( ვითომ რატომ? არ ვიცი), ან სახლების წინ გაკუწკუწებული ფართო ტროტუარები ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა, ასეთი კი აქ მოსახლეობის 99.99%-ია. ეს გოგო მაგარი პროგრესული ვინმეა. მუსიკაც კი ჰქონდა ჩართული, ოღონდ ძალიან ხმადაბლა, ნელ-ნელა აპარებს თავის წესებს) მალე ვაიფაის გავაკეთებო. სამზარეულო მართლა სუპერ! ნამდვილი იტალიური გემოთი და შეზავებითა და პეწით.

ჟოფრეი, ანუ მიშკა გავიდა ორი წუთით. მობრუნდა, განვაგრძეთ ვახშამი. ანგარიში რომ მოვითხოვეთ, მოდის ეს ჩემი გოგო ორი ჭიქა შამპანურით ( ეგ ჩვენგან კომპლიმენტადო) და ტირამისუთი. ჟოფრეის შეუკვეთია სანთლით, დედა, არ გვაქვსო, რაც იშოვეს, იშოვეს. ეს ელოდება “ჰეფი ბერსდეის”, მე არა, მე აქ სამი დღეა დავდივარ ქალაქში და ვიცი, ეგ მეტისმეტია. მოკლედ, ასე მომართვა სიურპრიზად დაბადების დღის ტირამისუ ჩემმა ხუჯიკამ, „ჰეფი ბერსდეის” გარეშე. ისედაც სენტიმენტალური გავხდი, ვინერვიულე ოპერაციაც და ნუ, ჩემს დაბადების დღეზე ხო გამიასმაგდა.

„მიშკა, რა მაგარია, ასეთი დაბადების დღე ჯერ არ მქონია“ – ვეუბნები, ცოტა აცრემლებულ/რომანტიკული.

„არც გექნება“, მომიჭრა ჟოფრეიმ, სიმღერა რომ არ გამოუვიდათ, მაგრად ინერვიულა)

არადა, მართლა მაგარი იყო! ერთადერთი ცუდი ისაა, მე სასტუმროში რომ წამოვედი და ის კლინიკაში დავტოვე, იქ წიგნს წერს და ინტერნეტი არ აქვს. ცხადია, მაგრად მომხვდება ამ ყველაფრის ასე ღიად მოყოლის გამო, მაგრამ ვინც წიგნს არ წერს, ის რითი გაერთოს ძილის წინ ალტენტრეპტოუში?

p.s. მართლა არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, თუ როგორ გამახარეთ თქვენი მილოცვებით, სურათებით, მესიჯებით. კედელი რომ „ჩაკეტილი“ მქონდა, ეგ გვიან აღმოვაჩინე და მაგრადაც შეგაწუხეთ. დიდი მადლობა! არავინ თქვას, ფბ მილოცვა რა მილოცვააო. უმაგრესია და ახლა ერთი სული მაქვს, მომავალ წელს ფართოდ გავაღო ამ კედლის კარები, თქვენი ნაწერების ერთიანად წასაკითხად. მიყვარხართ და გკოცნით, თქვენი ეკა ხოფერია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები