LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე მიქაბაძე: „უმუშევრობის შემცირება მიუთითებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე“

83

„ძალიან მნიშვნელოვანია. რომ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც  45.7 ათასს შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტენდენციით – აქ ჩვენ დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენს ეკონომიკაში ახლადდასაქამებული 55.7 ათასი ადამიანია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეკატერინე მიქაბაძე ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ფაქტს. მისი განცხადებით, ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო. „თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება, მოგეხსენებათ, უკვე  ტენდენციად ჩამოყალიბდა – მათი რიცხვი შემცირებულია როგორც წინა წელთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით. ამჟამად კი თვითდასაქმებულთა რაოდენობა, კერძოდ,  2018 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 48%-მდეა შემცირებული მთლიანად დასაქმებულთა მაჩვენებელში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები