LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი კალაძეს ჯერ დებატებს, შემდეგ კი ფეხბურთის თამაშს სთავაზობს

160

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს და აცხადებს, რომ დებატების შემდეგ მზად არის, ფეხბურთიც ეთამაშოს.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა  facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის, ამის შემდეგ „ქართული ოცნების” კანდიდატს „ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს”.

ელისაშვილი ამ ვიდეომიმართვით ტელედებატებში მონაწილეობას პირველ შეთავაზებაზე კალაძის პასუხსაც პასუხობს. ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს.

პოპულალურები