LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს შეხვდება

36

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 25 მაისს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. პირისპირ შეხვედრა  ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა გააკეთა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა, საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად, აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები