LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სისხლის სამართლის დანაშაულია – მაია ცქიტიშვილი პრემიერის ხელმოწერის გაყალბებაზე

135

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილი მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერთა სიაში პრემიერის მამუკა ბახტაძის ხელმოწერის გაყალბებას ეხმაურება.

მისი თქმით, ზოგიერთი პარტიისთვის, გაყალბების გზით იყო საჭირო მხარდამჭერების სიების შეგროვება.

„ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. სამართალდამცველები განახორციელებენ მის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ პოლიტიკურ შეფასებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ის სამწუხარო ხელწერა, რომელიც სამწუხაროდ, ზოგიერთ პარტიას ჯერ კიდევ ახასიათებს. როგორც ჩანს, გაყალბების გზით იყო საჭირო მხარდამჭერების სიების შეგროვება ხელოვნურად ადამიანების მითითებით. ასე, რომ გამოძიება იქნება სწრაფი და ობიექტური. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაც ამ ყველაფერს შესაბამის პოლიტიკურ შეფასებას მისცემს,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები