LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონელები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებენ

116

ესტონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის, ETV | ERR-ის პოპულარული სამოგზაურო პროგრამა Travel With Me-ის გადამღები ჯგუფი ეწვია.

ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას მოამზადებენ და ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ ესტონეთის ტელევიზიით 6 და 13 ოქტომბერს გადაიცემა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს: თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ყვარელი და ნაფარეული. ასევე ესტონელი ჟურნალისტები გაეცნენ ქართულ კულტურას, კულინარიასა და ღვინის დამზადების წესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები