LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან საბრძოლველად ფერმერებს ქიმიური პესტიციდები დაურიგდებათ

63

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან საბრძოლველად ფერმერებს ქიმიური პესტიციდები დაურიგდებათ.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქიმიური პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ავიაციის გამოყენებამდე ერთი დღით ადრე, მათ გააფრთხილებენ.

„ეს არის ქიმიური პესტიციდი და შესაბამისად, უნდა მოვერიდოთ. არსებობს მასთან მოპყრობის სპეციალური წესები და პირობები, რაზეც წლის დასაწყისიდან არაერთი ტრენინგი და საინფორმაციო ღონისძიება ჩავატარეთ და ახლაც გრძელდება. ჩემი მოადგილე არის რეგიონში და ატარებს შეხვედრებს ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან, ფაქტობრივად, სამივე რეგიონში და ინფორმაციის მიწოდება ხდება საკმაოდ ინტენსიურად. რაც შეეხება ავიაციის ჩართვას, ჩვენ წინა დღით გავაფრთხილებთ ხოლმე კონკრეტულად იმ ტერიტორიის მცხოვრებლებს, სადაც ავიაციას გამოვიყენებთ”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები