LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fitch Ratings–მა ენერგო-პრო ჯორჯიას BB რეიტინგი მიანიჭა

76

საერთშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა სს „ენერგო – პრო ჯორჯიას“ სტაბილური პროგნოზით, გრძელვადიანი რეიტინგი ,,BB’’ რეიტინგი მიანიჭა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, დიდი წარმატება და იშვიათი გამონაკლისია, რადგან რეიტინგი აღემატება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს.

,,BB“ რეიტინგის მიღება ერთის მხრივ ხაზს უსვამს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, რაც ყოველი ჩვენი თანამშრომლის ეფექტური საქმიანობის შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და მომსახურეობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით“, – აღნიშნა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ცნობისთვის, Fitch Ratings საკრედიტო რეიტინგების და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სააგენტოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები