LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვარდისფერ ჩოხაში ჩაცმული გიორგი ავალიანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

238

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ ულამაზეს პავილიონში გამოჩნდა ქართველი, რომელიც ფოტოკამერების წინ ვარდისფერ ჩოხაში პოზირებს. ეს კომპანია „ლივინგსტოუნის“ კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი გახლავთ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულმა გვერდმა (Georgia Made By Charecters) გამოაქვეყნა მისი ფოტო სწორედ ვარდისფერ ჩოხაში და ქართველთა გულისწყრომაც დაიმსახურა.

გთავაზობთ კომენტარებს:

„რა არის კაცო ესა?“

„აქედან ჩაიყვანეს თუ იქ იშოვეს?“

„შალახოს ფონი აკლია“

„რა არასერიოზულობაა ეს ჩაცმული ამ კონტექსტში“

„ვარდისფერი ჩოხა დაიკიდეთ. იყოს ღადაობა. იუმორი ნაკლებადაა, მარა ჰა… შარდენულ-ბამბისრიგულ საწყალ კრეაწივად ჩავთვალოთ. მარა თავზე ჩრდილოკავკასიური ქუდი რატომ დაამხეს ამ კაცს? ერთი ადამიანი მაინც როგორ არ გამოჩნდა ამ კრეაწივშიკებში, რომ ევროპის წიგნის ფესტივალზე ლეკური ბოხოხით არ დაესვათ ეს საცოდაობა“

„მდას იტყვი რამეს ინტრიგანი ხარო არ იტყვი და ჩემს ბავშვობაში ჩვენი ეზოს დამლაგებელს ქურთ ზოიას ბევრად უფრო გემოვნებით ეცვა. ეს წიგნის საერთაშორისო გამოფენაა და არა ოსკარების ცერემონია, სადაც ეპატაჟურობა მისაღებია. ყველაფერს თავის ადგილი აქვს. აბაზანის ხალათით მიღებებზე ხომ არ დავდივართ არა?! ესეა ესეც თავისუფლება სხვა შინაარსია“

„რა გინდათ ამ ბიჭისგან :)) ოფიციალურად კი არაა წარმდგენი, პროსტა ასე ჩაცმული დადის ყველგან და აქაც მასე მოვიდა“

აღსანიშნავია, რომ გიორგი ავალიანი ამ ჩოხით პირველად არ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები