LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აპრილს “თბილისის მოდის კვირეული” იხსნება

4

18 აპრილს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა თაკო ჩხეიძემ, ლაშა ჯოხაძემ და მია ფაილოძემ “თბილისის მოდის კვირეულზე” ისაუბრეს, რომელიც 19 აპრილს გაიხსნება და 24 აპრილამდე გაგრძელდება.

– ლაშა, როგორ შეიქნმა ახალი კოლექცია და რა იყო ინსპირაციის წყარო?

– პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა თბილის მოდის კვირეულის ორგანიზატორებს, რადგან ძალიან კომფორტულად ვარ და მომწონს მათთან მუშაობა. წინა კოლექციების ლეიტმოტივი ბუნება იყო, არჩეულ თემას არც წელს ვუღალატე და ამჯერად ეგზტიკური წყალქვეშა სამყარო წარმოვადგინე.

– რა ფერები ჭარბობს ახალ კოლექციაში?

– გასული სეზონის კოლექციაში დომინანტი წითელი, თეთრი და შავი იყო, წელს კი, კონკრეტული ფერებით არ შევზღუდე საკუთარი თავი და აბსოლუტურად ყველა ფერი გამოვიყენე.

– რა გამოარჩევს წლევანდელი კოლექციას გასული სეზონების ნამუშევრებისგან?

– წლევანდელი კოლექცია თავისი ნაქარგებით გამოირჩევა, რადგან ყველა დეტალი ხელითაა შექმნილი.

– ამგვარი ნამუშევრებით ალბათ კოლექციის ფასიც გაიზრდება?

– ხელით შექმნილი ნებისმიერი პროდუქცია ძვირად ფასობს, გამომდინარე აქედან, კოლექციაც შედარებით ძვირადღირებულია.

– თაკო, როგორ ემზადებით კვირეულის გახსნისთვის?

– წლევანდელი, რიგით მე-15 სეზონი გრანდიოზული პერფორმანსით გაიხსნება. გასულ სეზონზე პუბლიკას სიახლე შევთავაზეთ – ლეგენდარული ქართველი ქალბატობნების პირადი კოლექციების ჩვენებები წამოვიწყეთ და კვირეული ქალბატონი ნინო რამიშვილის კოლექციით გავხსენით, წელს ქალბატონი სოფიკო ჭიაურელის კოსტიუმებს წარმოვადგენთ და მის როლებს გავაცოცხლებთ. პერფორმანსი ღვინის ქარხანა N1-ში მოეწყობა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა, უამრავ სტუმარს ველით, ბაიერები, საერთაშორისო პრესიის 50-მდე წარმომადგენელი გვესტუმრება და საკმაოდ მრავალფეროვანი კვირეული გვექნება. მთავარ ლოკაციად ქარვასლას მუზეუმი ავირჩიეთ, თუმცა, მოეწყობა გასვლითი ჩვენებებიც, მათ შორის, მე-6 საჯარო სკოლაში, სადაც ანი დათუკიშვილის ჩვენება შედგება და ე.წ. street style-გადაღებები. კვირეული აღმაშენებლის პროსპექტზე დაიხურება ლაშა ჯოხაძის ჩვენებით. სხვათაშორის, ლაშა ჩვენი აღმოჩენაა, მისი კოლექციები ყოველთვის განსაკუთრებულია და ამიტომ ჩვენებაც ორიგინალური იქნება. მიხარია, რომ ლაშას მოდელები ყოველ სეზონზე იხვეწება და საერთაშორისო პრესაც ძალიან ხშირად წერს მასზე.

– მია, თქვენ მოდის კვირეულის კონკურსის გამარჯვებული ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

– დიდი მადლობა მინდა გადავუიხადო მოდის კვირეულს, რადგან დამწყებ დიზაინერებს გვაძლევენ საშუალებას გავაცნოთ ჩვენი ნამუშევრები ფართო პუბლიკას. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო  ეს გამარჯვება და რა თქმა უნდა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. მართალია, იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ კვირეულის სწყალობით სწორედ საქართველოში შედგა ჩემი დებიუტი.

– რას საქმიანობთ იტალიაში?

– კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ პალერმოში ვცხოვრობ. მართალია, საქართველოში ეკონომისტის განათლება მივიღე, მაგრამ ყოველთვის მიზიდავდა მოდის ინდუსტრია და ოთხი წლის წინ სწორედ იტალიაში გავემგზავრე სასურველი სფეროს შესასწავლად.

– თაკო, კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ კვირეულში?

– თბილისის მოდის კვირეულის მიზანი თავიდანვე მოდის ინდუსტრიის განვითარება, ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია იყო. მითუმეტეს, რომ, მაშინ სულ რამდენიმე დიზაინერი იყო, დღეს კი, 50-ზე მეტი მუშაობს. უმეტესობამ საკუთარი სახელსნო ან მაღაზია გახსნა და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა, გამომდინარე აქედან, თვითონაც მოიპოვა პოპულარობა და ქართული მოდის მიმართაც გაიზარდა ინტერესი. თავიდან ძალიან რთული იყო ბაიერების და პრესის წარმომადგენლების მოწვევა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად და ვინ იწვევდა, თუმცა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, შევძელით საერთაშორისო პრესის დაინტერესება და დღეს ძალიან მარტივია მათთან ურთიერთობა. ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას და ისევ ვაგრძელებთ ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას, კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვაცხადეთ და გამარჯვებულიც გამომავლილინეთ. მია იტალიიდან გამოგვეხმაურა და მართლც ძალიან საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზა. ამ სეზონზე კვირეულში უფრო მეტი ახალგაზრდა დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, ახალი ფავორიტიც გვეყოლება.

– ლაშა, რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის მოდის კვირეული?

– ადრე აბსოლუტურად სხვა პროექტეზე ვმუშაობდი და სერიოზულად არც ვინტერესდებოდი მოდით. თუმცა, თბილისის კვირეულმა ამ სფეროში განვითარების საშუალებაც მომცა, რაც რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიზაინერის და მათ შორის ჩეთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– უცხოელებისგან ხომ არ მიგიღიათ შეთავაზება კოლექციის შექმნაზე?

– შეთავაზების მიღება არც ისე მარტივია, რადგან უცხოელები საკმაოდ დიდხანს გაკვირდებიან, აინტერესებთ რეალურად რა შეგიძლია და რამდენად სტაბიულური ხარ. გარკვეული დახვეწისა და განვითერების შემდეგ, ვფიქრობ შემოთავაზებებიც მექნება. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ რამდენიმე გამოცემაში უკვე დაიბეჭდა ჩემი კოლექცია და ამ ეტაპზე ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია.

– უხცოელ დიზაინერებს შორის, ვის გამოარჩევდით?

– ჩემი ფავორიტი ყოველთვის ალექსანდრ მაქქვინი იყო, რადგან ძალიან მომწონს მისი ხედვა და მთლიანად შემოქმედება.

– მია, თქვენ რომელ დიზაინერთან ისურვებდით თანამშრომლობას?

– მე იაპონური მოდა მომწონს და სიამოვნებით ვითანამშრომლებდი იაპონელ დიზაინერებთან.

– ლაშა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სიმართლე ვთქვა, განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს, მითუმეტეს, რომ წინასწარ დაგეგმილი არასდროს გამომდის.

– მია, თქვენ რას გეგმავთ?

– პირველ რიგში, იმედი მაქვს მოდის კვირეულის ყოველწლიური სტუმარი ვიქნები. გარად ამისა, ვფიქრობ, იტალიაშიც ვიმუშავებ და შევძლებ ერთგვარ ინტეგრაციას.

– თაკო, კიდევ რა ღონისძიებები იგეგმება მოდის კვირეულის ფარგლებში?

– 20 აპრილს „ფაბრიკაში“ მოდის კონფერენცია გაიმართება უცხოელი სპიკერების მონაწილეობით. ვფიქრობ, ღონისძიება განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო, ვინც მოდითაა გატაცებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები