LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟიური ყოველთვის ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად აფასებს კონკურსანტებს”

4

გადაცემის ლაივი LIVE

8 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ კონკურსანტები ოთარ კვალიაშვილი და ალექსანდრე მრელაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც „ფორტუნას” ეთერში პროექტის დეტალებზე ისაუბრეს და რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.

– რა შეგმატათ პროექტმა „მხოლოდ ქართული“ და რამდენად გაიზარდა თქვენი პროფესიონალიზმი?

(ოთარ კვალიაშვილი) – პირადად ჩემთვის ძალიან რთულია ქართული სიმღერის შესრულება, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად ვმღერი და დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველა სიტყვასა და ბგერას. ყველა კონკურსანტი მაქსიმალურად ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და მსმენელს იდეალურად შესრულებული კომპოზიცია შესთავაზოს, რაშიც პროექტიც ძალიან გვეხმარება, რადგან ძალიან თბილი და კომფორტული გარემოა შექმნილი.

(ალექსანდრე მრელაშვილი) – უზარმაზარი გამოცდილება მივიღე პროექტში მონაწილეობით და უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე.

– ვინ გირჩიათ პროექტში მონაწილეობა?

(ალექსანდრე მრელაშვილი) – რა თქმა უნდა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა.

(ოთარ კვალიაშვილი) – მე კი, საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე.

– თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ჟიური?

(ალექსანდრე მრელაშვილი) – ჟიური ყოველთვის ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად აფასებს კონკურსანტებს. პირადა მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები