LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბახუტაშვილი : ფილმი სასიამოვნო საყურებელია, რადგან ძალიან ბევრი ლამაზი კადრია

18

26 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ბაჩო ქაჯაია, გიორგი ბახუტაშვილი და დათო იმედაშვილი სტუმრობდნენ ახალი ფილმის ”ვისი სული გსურს” პრემიერით.

– გიორგი, როგორი იყო დათოსთან, როგორც რეჟისორთან მუშაობა?

– დათო მართლაც შესანიშნავი ადამიანია. სამწუხაროდ ამ ფილმამდე არ გვქონდა ურთიერთობა, ძალიან მიხარია, რომ ერთად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

– გასაგებია, რომ ყველა მსახიობი სცენარის მიხედვით ასრულებს საკუთარ როლს. თქვენს შემთხვევაში რაიმე იმპროვიზაციას ხომ არ ჰქონდა ადგილი?

IMG_3904– რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში ყველაფერი ხდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს დათოსთან შეთანხმებით ვაკეთებდით.

– დათო, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ გიორგი როლზე?

– გიორგი მართლაც ნიჭიერი მსახიობია, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს საკუთარ შემოქმედებას როგორც სცენაზე, ისე კინოსა და სერიალებში, რაც არც ისე მარტივია. ჩვენს ფილმს ბევრი ღირსება აქვს, ერთ-ერთი მთავარი პლიუსი კი, მასში მონაწილე მსახიობები არიან.

– გიორგი, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – თეატრის სცენაზე თუ გადსაღებ მოედანზე?

– ტრადიციული შეკითხვაა, თუმცა ძალიან რთულია პასუხის გაცემა. მართალია, თეატრისა და კინოს სპეციფიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და კარგ პროექტზე მუშაობა ყველგან საინტერესოა.

– ბაჩო, თქვენ როგორ აღმოჩნდით ფილმის გადაღებებზე?

– დათოსთან შეხვედრის შემდეგ სცენარი წავიკითხე. ძალიან მომეწონა ჩემი როლი, მივხვდი საინტერესო სამუშაო იქნებოდა და ფილმში მონაწილეობასაც დავთანხმდი.  

IMG_3914– თქვენი აზრით, რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა ფილმი ”ვისი სული გსურს”?

– მაყურებელი აუცილებლად უნდა მოვიდეს ფილმის სანახავად, რადგან კარგად გაერთობა და საყვარელ მსახიობებსაც ნახავს დიდ ეკრანზე. გარდა ამისა, ვფიქრობ, ცხოვრებას შეხედავენ სხვანაირად და დიდი იმედი მაქვს, კინოდარბაზს ბევრად უკეთესები დატოვებენ, ვიდრე ფილმის ნახვამდე იყვნენ.

– გიორგი, რითი განსხვავდება დათო სხვა ქართველი რეჟისორებისგან?

– დათო ნიჭიერი და გემოვნებიანი რეჟისორია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა და თითქმის არასდროს მიდის კომპრომისებზე. ამ მხრივ ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

– გიორგი, სად მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები?

– გადაღებები თბილისსა და სიღნაღში მიმდინარეობდა. ლოკაციებზე თუ ვისაუბრებთ, ფილმი ამ მხრივაც სასიამოვნო საყურებელია, რადგან ძალიან ბევრი ლამაზი კადრია. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ჩვენი ოპერატორის – სანდრო დარახველიძის ნამუშევარი, რომელიც მართლაც ნამდვილი პროფესიონალია.

– დათო, რა ბიუჯეტი ჰქონდა ფილმს და რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებთ თუ არა დახარჯული თანხის ამოღებას?

– ფილმის ბიუჯეტმა თითქმის ნახევარი მილიონი შეადგინა. ჩემი წინა ფილმისგან განსხვავებით, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხის იყო, ვთვლი, რომ ამჯერად შევძლებ ჩადებული ინვესტიციის ამოღებას და მომავალ წელს კიდევ ერთი ფილმის გადაღებას.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები