LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა და ამირან პატარქალაშვილები სტუმრად ”არტ-FM”-ში

33

29 მარტს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის ”არტ-FM”-ს 12 წლის მხატვარი ლუკა პატარქალაშვილი და მისი მამა არქიტექტორი ამირან პატარქალაშვილი სტუმრობდნენ.

– ამირან, როდის დაიწყო ლუკამ ხატვა?

– წლის და ხუთი თვის იყო ლუკა, როცა თავისი პირველი ნახატი დახატა.  აკვარელით შექმნა ერთგვარი აბსტრაქცია კედელზე.


– ლუკა, რამდენადაც ვიცი ძალიან გიყვარს კლასიკური მუსიკა. ძირითადად რას უსმენ ხატვის დროს?

– ძირითადად მოცარტის და შოპენის მუსიკას ვუსმენ.

– რამდენად ხშირად ხატავ პორტრეტებს?

– თუ ადამიანი მომეწონა აუცილებლად დავხატავ.

– ძალიან მალე პერსონალური გამოფენა გექნება. კონკრეტულად როდის გეგმავ საკუთარი ნამუშევრების წარდგენას?

– 3-8 ივნისს გაიმართება ჩემი გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. გამოფენა საქველმოქმედო იქნება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს ჩემი ნამუშევრების შეძენას.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– განსაკუთრებულს ჯერ არაფერს ვგეგმავ, თუმცა ძალიან მინდა საზღვარგარეთ წასვლა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები