LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველმა ”არტ-FM”–ში 5 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა

3

31 მაისს თათა სადრაძის გადაცემაში ”არტ-FM” ნიკოლოზ რაჭველმა 5 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა, რომელიც ფესტივალის ”აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში დიდ საკონცერტო დარბაზში გასამართება.

ნიკოლოზ რაჭველი

– კონცერტზე ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შესრულდება – ფრაგმენტები ალექსი მაჭავარიანის ”ოტელოდან”, რომელიც დიდი ხანია არ აჟღერებულა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევახსენებთ მსმენელს და პროკოფეევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც ალექსანდრე კორსანტია შეასრულებს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გემოვნების მსმენელს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საგუნდო თხზულებები და ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს ნაწარმოებები, რომლებსაც საპატრიარქოს გუნდი შეასრულებს. მართალია, კონცერტი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაზეა აწყობილი და ერთადერთი გამონაკლისი რუსი კომპოზიტორი პროკოფიევია, მაგრამ ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ სწორედ საქართველოში, ჩვენი ორკესტრის პირველი თაობის მიერ გაღჟერდა მესამე საფორტეპიანო კონცერტი პირველად, როცა პროკოფიევმა ის საქართველოში ჩამოიტანა და ევგენი მიქელაძეს მოასმენინა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები