LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ანიტა რაჭველიშვილასა და ნიკოლოზ რაჭველის გალა კონცერტი გაიმართება

21

10 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს თეო ჯორბენაძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდნენ.

20 მაისს ქუთაისის მერიის ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ”ქარავან არტ-ფორუმი, ქუთაისი 2016”-ის ფარგლებში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ანიტა რაჭველიშვილასა და ნიკოლოზ რაჭველის გალა კონცერტი გაიმართება.

თეო ჯორბენაძე:

– პროექტი ”Cross over the world” ცნობილი კლასიკური საოპერო არიების ერთგვარი ნაკრებია. მისი პრემიერა ნიუ-იორკში შედგა, იანვრის თვეში კი, თბილისში გაიმართა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ქუთაისში წარმოვადგენთ, სადაც მანამდე გია ყანჩელის საიუბილეო საღამო მოვაწყვეთ და დიდი მოწონება დავიმსახურეთ. დარწმუნებული ვარ ქუთაისელი მსმენელი, რომელიც ჟანრობრივად მრავალფეროვან სამყაროში იმოგზაურებს, ახლაც კმაყოფილი დარჩება.

ნიკოლოზ რაჭველი:

– ყველას ვურჩევ დაესწროს ჩვენს კონცერტს, რადგან ანიტა რაჭველიშვილის მოსმენა მართლაც დიდი სიამოვნებაა. ქუთაისიდინ ბათუმში გავემგზავრებით, სადაც 22 მაისს ჩვენი ორკესტრი ღვინის ფესტივალს დახურავს. არანაკლებ მნიშვნელოვანი კონცერტი გველის 5 ივნისს, როცა ფესტივალის ”აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად ჯერ პროკოფიევის საიუბილეო თარიღს ავღნიშნავთ, მერე კი, ალექსი მაჭავარიანის ბალეტს ”ოტელოს” შევასრულებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები