LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ჭარბწონიანობას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

52

გადაცემის ლაივი

ადამიანების უმრავლესობა ვერ აღიქვამს ჭარბ წონას სერიოზულ საფრთხედ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, რომ მხოლოდ გარეგნულად, ვიზუალურად გამოიყურებიან სხვებისგან განსხვავებულად. არის თუ არა პრობლემაა ჭარბწონიანობა – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია კლინიკა “ველესის” ფსიქოთერაპევტი თამთა ჭურაძე.

რამდენად რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა ჭარბწონიანობა?

უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას იმ პროცესებს რაც ორგანიზმში მიმდინარეობს. ჭარბი წონა და სიმსუქნე დღეს მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ვერაგი და საშიში დაავადება, როგორც ზრდასრულ ადამინებში ასევე ბავშვებში. ყველასათვის მეტ ნაკლებად ცნობილია თუ რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ და რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი, თუნდაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში.

ასეთი დაავადებებია:  შაქრიანი დიაბეტი; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; გულის იშემიური დაავადებები; ჰორმონალური დარღვევები; ძვალ-სახსროვანი დაავადებები; რეპროდუქტიული დისფუნქცია (უშვილობა) როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში; სიმსივნე; ფილტვის დაავადებები და ა.შ.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე  არის ენდოკრინული დაავადება , ეს დაავადება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ფსიქო -ემოცური, სოციალური და არასწორი კვებითი ტრადიციების   ზეგავლენით.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი?

ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც პირდაპირ გულისხმობს კვებითი ქცევის მოშლას და ადამიანი მეტ-ნაკლებად ხდება საკვებზე დამოკიდებული. საკვებზე დამოკიდებულება გულისხმობს საკვების არასწორად მიღებას ანუ გაღიზიანების, ნერვიუილობის(შფოთვა, შიში, გადაღლილობა) სტრესის და თუნდაც უსაქმურობს დროს. რეალურად ამ დროს ადამიანი ცდილობს საკვებით შეივსოს ის დანაკლისი, რასაც განიცდის. რეალურ პრობლემას კი წარმოადგენს ის, რომ როგორც წესი ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რა აწუხებს სინამდვილეში ან უბრალოდ მზად არ არის ამის გასაცნობიერებლად.

საკვების ჭარბი მოხმარება კი მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება, რაც შემდეგ მავნე ჩვევაში გადასდის და ყოველდღიურად იმატებს წონაში. ყველაზე ხშირად ეს არის ტკბილეული და ცომეული. პაციენტების უმრავლესობა არის ტკბილეულზე დამოკიდებული, რასაც პირველივე ვიზიტის დროს თავადვე აღნიშნავენ, 10 დან 8 პაციენტი უკონტროლო რაოდენობის ტკბილს მიირთმევს, და თვლის რომ შოკოლადი საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ხოლო რაც შეეხება ცომეულს ძირითადად ეს გამოწვეულია სწრაფი კვების ხელმისაწვდომობით და ხშირად სიიაფით, შესაძლოა არც გვინდოდეს, მაგრამ მაინც მივირთმევთ, ფინანსების და დროის დაზოგვის ხარჯზე.

ჭარბწონიანობა ბავშვებსა და მოზარდებში…

ხშირად გვესმის კითხვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ბავშვთა ჭარბწონიანობის შემცირების მიზნით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში გამოვავლინოთ მიზეზი, თუ რატომ ჭამს ბავშვი იმაზე მეტი რაოდენობის საკვებს და რა ხერხით იღებს ის უზარმაზარ ენერგიას, იმასთან  შედარებით ვიდრე ხარჯავს. აქაც ყველაზე დიდი არის ტკბილეულის გავლენა, ცომეული და არასწორი კვებითი ტრადიციები, ანუ მივდივართ ოჯახთან, თუ როგორ კვებავს დედა საკუთარ შვილს, როგორ აქვს მშობელს განაწილებული ბავშვის კვების რაციონი, რას აკეთებს მშობელი იმისთვის, რომ არ იყოს ბავშვი ჭარბწონიანი.

თანამედროვე ცხოვრების ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება მშობლების უდროობა და ნაკლები კომუნიკაცია საუთარ შვილებთან, რის გამოც ხშირად ისინი კომპენსაციის სახით მათ ტკბილეულსა და სხვადასხვა ნუგბარს სთავაზობენ, რათა დაუმტკიცონ მათ სიყვარული და ამგვარად გამოხატავენ ზრუნვას მათივე გაგებით. ეს ყველაფერი კი მათ არასწორ, არაჯანსაღ კვებით ჩვევებს უყალიბებს. ეს როგორც წესი განსაზღვრავს ჭარბწონიანობის პრობლემას პატარა ასაკიდან.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის მშობელმა დაიწყოს საკუთარი შვილის კვებაზე და მის რაციონის სწორად შედგენაზე ფიქრი და მუშაობა. ორივე შემთხვევაში ზრდასრულია თუ ბავშვ,  ჭარბწონიანი ყველაზე სწორია მივმართოთ შესაბამის სპეცილისტებს, რომ სწორი მიმართულებები მივიღოთ წონის დაკლებისთვის და სხეულისთვის კომფორტული წონის შესანაჩუნებლად. ფსიქოლოგი პაციენტს ეხმარება სწორად გააკეთოს ანალიზი, თუ რა მიზეზის გამო ჭამს ზედმეტს და მავნე ჩვევის შეცვლა შეძლოს ხანგრძლივი თერაპიული კურსის დახმარებით, ექიმი იკვლევს ჯანმრთელობის მდგომარეობას პაციენტის და ეხმარება მოიგვაროს უკვე ჩამოყალბებული ჰორმონალური დისბალანსი.თუ ერთობლივად მოხდება რამოდენიმე სპეცილისტის ჩარევა ამ პროცესში შესაბამისად შედეგიც ბევრად თვალსაჩინო და ხანგრძლივია.

ეს მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს შეგვიძლია განვამრტოთ, მაგ ჭარბწონიანმა ადამიანმა მიმართა ექიმს და მკურნალობს იმ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე რომელიც აქვს , ჰორმონები და სხვადასხვა დარღვევები, მაგრამ არ ხდება კვებითი დამოკიდებულების და ჩვევების ცვლილება, შესაძლებელია რომ ეს შედეგი ხანმოკლე იყოს და პირიქით, თუ მხლოდ ფსიქოთერაპიას მივმართავთ და ჯანმრთელობის პრობლემები იივე რჩვება , შესაძოა იმ ჰორმონალური დარღვევების გამო გაძნელდეს წონის დაკლება და უფრო მეტიც გამწვავდეს რომელიმე დაავადება წონის დაკლების ფონზე თუ ეს არ ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

7 რჩევა თამთა ჭურაძისგან:

  1. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებით ჩვევებს, როგორ ვიკვებებით და რას მივირთმევთ – ეს უნდა მოხდეს მაშინაც კი, თუ ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ჭარბი კილოგრამი მაქვს.
  2. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ქცევებზე ჩვენ თავად.
  3. დავიწყოთ ყოველდღიურად სარგებელის მოტანა საკუთარი თავისთვის.
  4. არ დაინანოთ საკუთარი თავისთვის დრო, ფული და ენერგია.
  5. არ იშიმშილოთ.
  6. .არ უნდა მიჰყოთ ხელი „თვითმკურნალობას“, ნაცნობებისა თუ არაპროფესიონალთა რჩევებით, ათასგვარ მოგონილ დიეტებს.
  7. ყველაზე მთავარი, უნდა ირწმუნოთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და მიმართოთ მხოლოდ სპეციალისტებს. ჭარბი წონის პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაიჭრას, რადგან მისი გამომწვევი რამოდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს. კომპლექსური მიდგომა, სპეციალისტების ერთობლივი ჩართვა პაციენტის დასახმარებლად, შედეგს ერთი-ორად ზრდის. ამისათვის კი საჭიროა, ძლიერი მოტივაცია, მიზანი და ცხოვრების ჯანსაღ წესზე სამუდამოდ გადასვლის სურვილი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები