LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ ადამიანებს შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

62

გადაცემის ლაივი LIVE

ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარ შეცდომებზე საუბარი და ბოდიშის მოხდა, ზოგჯერ გაწეული საქმისა თუ დახმარებისთვის მადლობის გადახდის აუცილებლობას ვერ ხედავენ. რატომ უჭირთ ადამიანებს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგიური ცენტრის „იდილია“ ხელმძღვანელი თიკა ფანცულაია.

შეცდომის აღიარების პრობლემა რას უკავშირდება?

ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან მუდმივად თითი სხვისი მიმართულებით გაიშვირონ, იცავენ საკუთარ ეგო-ს, ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ საკუთარი შეცდომა, ხშირ შემთხვევაში პიროვნების ნარცისისტული დარღვევებით არიან წარმოდგენილი, რაც წარსულ, ბავშობის ნეგატიურ გამოცდილებას უკავშირდება და აწმყოში სხვადასხვა დაცვითი მექანიზმების სახით ვლინდება. შეცდომის აღიარებით, ჩვენ ვიმსუბუქებთ საკუთარ ყოფას და ეს არის სიძლიერის ნიშანი. აუცილებელია ბაშვებს ვასწავლოთ, რომ შეცდომის აღიარება არის აუცილებელი. ხშირად ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ აღირებენ საკუთარ შეცდომას, რომ ეშინიათ დაცინვის, ქილიკის, ეშინიათ რომ ამას სისუსტედ ჩაუთვლიათ, სინამდვილეში მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია აღიაროს და ბოდიშიც მოიხადოს.

რატომ უჭირთ ადამიანებს ბოდიშის მოხდა?

ადამიანები, რომლებსაც ბოდიშის მოხდა უჭირთ, ბოდიშს განიხილავენ საკუთარი არასრულფასოვნების ან ღირსების შემლახველ ქმედებათ. თვლიან, რომ ამ ნაბიჯით თავს იმცირებენ, მაშინ როცა მეორე მხარე ელის მათგან გზავნილს: „მე ვხედავ ჩემ შეცდომას და მე ვზრუნავ შენზე“. შეცდომის აღიარებით და ბოდიშის მოხდით, მეორე მხარის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ. ყველა უშვებს შეცდომას, მთავარია გაანალიზება და შემდგომი რეაგირება. ბოდიში არის ის აუცილებელი პროცესი, რომელიც ურთიერთობას მხოლოდ ამყარებს.

მადლიერების გრძნობის არარსებობა რას უკავშირდება და რატომ უჭირთ ადამიანებს მადლობის გადახდა?

სხვა ფაქტორებთან ერთად მადლიერების გამოხატვის პრობლემას საფუძველს შესაძლოა უქმნიდეს მეტისმეტი მატერიალიზმი, ნარცისიზმი, ცინიზმი, შურის შეგრძნება. განცდა იმისა, რომ ის რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო, ეს ჩემი არ არის, მე არ მაქვს და მე მიწევს სხვისი წყალობით არსებობა მოცემულ მომენტში. ეს არის ერთგვარი კომპლექსი და სათავეს იღებს ბავშვობიდან. ყველას აქვს სხვადასხვა ფორმით გამოხატული კომპლექსი, რომელზეც საჭიროა მუშაობა. თუმცა, ყველაზე დიდი კომპლექსი უკომპლექსობაა.

7 რჩევა თიკა ფანცულაიასგან:

1.შეეცადეთ მეორე ადამიანის ადგილას დააყენოთ თავი, ეს ბოდიშის მოხდას გაგიადვილებთ.
2. გახსოვდეთ, ბოდიშის მოხდა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია და ეს ადამიანებს თქვენს მიმართ პოზიტიურად განაწყობს.
3. მადლიერება იარაღია, რომელიც ძალას გაძლევთ საკუთარ თავში და თვითრწმენას შეგმატებთ.
4. ბოდიშის მოხდა არა სისუსტის, პირიქით სიძლიერის ნიშანია, რაც თქვენს მიმართ პატივისცემას გაზრდის.
5. შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია ამის გაცნობიერება შეძლოთ. არ დაიბნეთ, არ შეგეშინდეთ და გამოწვევას, როგორც ზრდასრულმა უპასუხოთ.
6. შეცდომის აღიარების, მადლიერების გამოხატვის სირთულე სათავეს ჩვენი წარსული ნეგატიური გამოცდილებიდან იღებს. მთავარია ეს გახსოვდეთ.
7. თუ ერთხელ მაინც მოახერხებთ საკუთარ თავს უთხრათ, რომ ეს შეგიძლიათ და მხოლოდ ერთი პრეცენდენტი მაინც დაუშვათ თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად მიხვდებით, რომ გაიზარდეთ როგორც პიროვნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები