LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეგიონი“ 12 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო კონცერტს გამართავს

5

გადაცემის ლაივი LIVE

5 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფის „რეგიონი“ ვოკალისტი ლაშა ნოზაძე სტუმრობდა, რომელმაც 12 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ საიუბილეო კონცერტსა და ახალ ალბომზე „მე ვიცი“ ისაუბრა.

– ლაშა, როგორ ემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის?

– ქართველი პუბლიკისთვის დაკვრა ყოველთვის საპასუხისმგებლოა, მით უფრო, რომ ჩვენ საფესტივალო გამოსვლებს ვართ შეჩვეული, როცა მსმენელი ღია სივრცეში, ფეხზე დამდგარი უსმენს ჩვენს მუსიკას, ახლა კი, აკადემიურად ვემზადებით, რათა დარბაზში კომფორტულად მოწყობილ საზოგადოებას ცოტა განსხვავებულად მოვუთხროთ ჩვენი ათწლიანი გზა.

– რამდენადაც ვიცი, საღამოში ნიაზ დისამიძეც მიიღებს მონაწილეობას?

– ნიაზთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ჩვენი შემოქმედებაც პირველ რიგში სწორედ მას უკავშირდება. ახლაც „33ა“-ს სტუდიაში ვართ დაბანაკებული, სადაც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წავრსდგებით, ნიაზისთან ერთად კი, კონცერტს ჩვენი მეგობრები გაგა „ფრანი” და ჯგუფი „ჩვენებურები“ შემოუერთდებიან, ვისთანაც ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობთ.

– სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეთ ახალ ალბომზე მუშაობა. საინტერესოა რატომ დაარქვით „მე ვიცი“?

– ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით – სიყვარული ყოველთვის დაუფიქრებლად და განურჩევლად ყველასთვის უნდა გავცეთ, რადგან ჩვენთვის – რეგის შემსრულებლებისთვის, სწორედ მშვიდობა და სიყვარულია უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს განწყობა, რწმენა გვინდა გავუზიაროთ ჩვენს კონცერტზე მოსულ მსმენელს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რეგის უამრავი ფესტივალი არსებობს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ შვუერთდეთ მსოფლიოს ჩვენი მუსიკით. წელს, ზაფხულში მეტად საინტერესო ფესტივალი Laba Daba  იმართება რიგაში, სადაც პუბლიკის წინაშე სოლო კონცერტით წავრსდგებით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები