LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩავდგეთ სამუშო რეჟიმში შვებულების შემდგომ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

22

შვებულების დასრულების შემდგომ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი სულაც არ გრძნობს თავს დასვენებულად და მხნედ. შესაძლოა სამსახურეობრივი რეჟიმის პირველ დღეებში გაღიზიანებამ და დაღლამაც იმატოს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნინო ახალაია.

 

როგორ ხასიათდება შვებულების შემდგომი პერიოდი?

შვებულების შემდგომი პერიოდში ადამიანებს ეზარებათ დილით ადგომა, აქვთ მომატებული სტრესი, გაღიზიანებადობა  და  ძილიანობა, მოწყენილობა, შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. ეს  და სხვა მსგავსი განცდები შვებულების შემდგომი სტრესის მანიშნებელია, რომელიც შესაძლოა დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ძალიან მძიმეა არდადეგების  შემდგომი პერიოდი მოზარდებისთვის. სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის  განმავლობაში თავისუფალი რეჟიმი ჰქონდათ, დროს თავიანთი ინტერესების მიხედვით ანაწილებდნენ და არა სასკოლო რეჟიმის მოთხოვნების მიხედვით, გარკვეული პერიოდი უჭირთ სასკოლო რეჟიმში ჩადგომა. ეს პერიოდი შეიძლება სომატურ ჩივილებშიც გამოიხატოს – ძილიანობა, თავის ტკივილი, უხასიათობა, ჭირვეულობა, პროტესტი სკოლის მიმართ და ა.შ.

 

აქვს თუ არა განვითარება ე.წ. შვებულების შემდგომ სინდრომს?

ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცა  შვებულებისთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა. სტრესის აღმოცენებას  ხელს უწყობს, როგორც ძალიან მოკლე, ისე ძალიან ხანგრძლივი დასვენება. დამოკიდებულია შვებულების სტილზე – როგორ ისვენებს ადამიანი, ასევე ტემპერამენტსა და ფსიქოტიპზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა , ადამიანის სამსახურის ტიპზე , სამსახურეობრივ პოზიციაზე,  სამუშაო გარემოსა და პირობებზე  და საერთოდ, მთლიანობაში რამდენად უყვარს თავისი საქმე, რამდენად სწორად შერჩეული პროფესიით მუშაობს.

 

7 რჩევა ნინო ახალაიასგან:

  1. შვებულების დაგეგვმა და მზადება შვებულებაში გასვლამდეა აუცილებელი. ფინანსური მობილიზებაზე, დასვენებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევასა თუ გამგზავრებაზე წინასწარ იფიქრეთ. ხშირად აღმოჩნდება, რომ შვებულების პირველი რამდენიმე დღე სწორედ ორგანიზაციული და ტექნიკური მხარეების მოგვარებას ეთმობა, რაც თავის მხრივ, იწვევს გაღიზიანებას, რომ ნანატრი დღეები იკარგება და გადაღლას, რადგან შვებულებისთვის მომზადება, თანაც მოკლე დროში შრომატევადია და დიდ ძალისხმევას ითხოვს.
  2. ადამიანები განსხვავებულები არიან , ზოგს მოსწონს მთა, ლაშქრობა, ტყე. ზოგს ზღვა და რუჯი, ხმაურიანი გარემო. ზოგიერთი უცხო ქყვეყნის მონახულებაზე ოცნებობს, სხვა კიდევ საკუთარი ქვეყნის არათუ ფარგლებაში მოგზაურობას, საკუთარ სახლში სავარძელში საყვარელი ფილმების ნახვას ნატრობს. ვისაც დასვენების პასიური სტილი მოსწონს, აქტივობების სიჭარბე უფრო ღლის და პირიქით, მოუსვენარი შთაბეჭდილებების მოყვარული ადამიანი ერთგვაროანი დღეების გატარებით ფრუსტირდება. ამიტომ დაგეგმეთ სწორად, სად დაისვენოთ.
  3. თუ კი ოჯახი ერთად ისვენებს, სამართლიანია რომ მოზრდილებმა თანაბრად და შეთანხმებულად გაინაწილონ ბავშვებთან დაკავშირებული საზრუნავი, ხელი შეუწყონ ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთმა არ დაისვენოს.
  4. შვებულების დასრულებისთვის ასევე საჭიროა მომზადება : ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში სამსახურიდან წინა დღით დაბრუნება ნიშნავს ქაოსს, უწესრიგობას, უძილობას, საჭირო საქმეების ექსტრემალურ რეჟიმში მოგვარებას, რაც შეიძლება არათუ მეორე დღეს, არამედ მთელი კვირის მანძილზე ცუდად აისახოს ფიზიკურ და ფსიკიკურ ჯანმრთელობაზე.
  5. ფინანსების მაქსიმალურად გონივრულად გადანაწილება – შვებულებაში ხშირად იხარჯება როგორც სპეციალურად განკუთვნილი ფული, ისე მომდევნო ხელფასამდე სამყოფი თანხა. ფინანსურმა უკმარისობა ხელს უწყობს დეპრესიული ფონის აღმოცენებას.
  6. დღის რეჟიმის მოწესრიგება – ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, ჯანსაღი კვება. შვებულების შემდგომ პირველ დღეებში ადამიანს ასევე სჭირდება დასვენება და  დრო, რომ ადაპტირდეს სამუშაო გარემოში , ამიტომ ყველაზე რთული საკითხების გადაჭრა და მძიმე სამუშაოს შესრულება  სამსახურში გასვლის პირველ დღეებში არ ღირს.
  7. რაც ყველაზე მთავარია – ნებისმიერი სტრესი და სირთულე გადაილახება, როდესაც ადამიანს სწორად აქვს პროფესია და სამუშაო მიმართულება შერჩეული , უყვარს თავისი საქმე .  თუ კი არ უყვარს,  ეს თავისთავად არის სტრესის წყარო , კარგად დასვენების შემთხვევაშიც. ცვლილებები ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი – მთავარია, ჩაკეტილ წრეში არ დარჩეს.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები