LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

33

 ჩვენს შეფასებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნია სხვა ადამიანების შესახებ ჩამოყალიბებული შთაბეჭდილებები. ნებისმიერი სახის არსებულ  ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ შევიქმნათ სხვებზე შთაბეჭდილება – გავაკეთოთ დასკვნები თუ გამოვთქვათ ვარაუდები მათი პიროვნების შესახებ. ადამიანის შესახებ გარკვეულ აზრი გვექმნება ქუჩაში ან სურათზე თვალის შევლებითაც კი. როგორ მოვახდინოთ სწორი თვითპრეზენტაცია, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ფსიქოლოგი ნუცა საღარაძეა.

 

 

ფსიქოლოგის თქმით, პირველი შთაბეჭდილება ხშირად იქმნება ადამიანების გარეგნობისა და ქცევის მიხედვით და ამის საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნას მათი თვისებების შესახებ. „ამ ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება დეტალური შთაბეჭდილებები. მაგალითად, იმის გამო, რომ ადამიანს აცვია კონსერვატიული ტანსაცმელი, მას შეიძლება სხვა მახასიათებლებიც მივაწეროთ, მაგალითად, რომ იგი პოლიტიკურადაც კონსერვატიულია. ადამიანების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად ვიყენებეთ ქცევებსაც. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ეხმარება ჩვენი კლასელი მოხუცს და დავასკვნით, რომ ის კეთილია. პიროვნულ ნიშნებზე დასკვნებს ვაკეთებთ ადამიანის სახის გამომეტყველების მიხედვითაც; ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით მივაწერთ მათ გარკვეულ  თვისებებს. მაგალითად, ჩვენ ველით, რომ ბავშვური სახის ადამიანი იქნება თბილი, მოსიყვარულე, პატიოსანი და სუსტი; მომხიბვლელი სახის მქონე ადამიანი კი – ინტელიგენტური“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში?

ხშირად, ჩვენ არ ვიცით, თუ რა ინფორმაციას გადავცემთ სხვებს და ადამიანების შესახებ არავერბალური მანიშნებლებით ვიღებთ ინფორმაციას. ფაქტობრივად, კომუნიკაციის ძალიან დიდი ნაწილი მიმდინარეობს არავერბალურად; ადამიანები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ სამი ძირითადი არხის მეშვეობით. ყველაზე მკაფიო არის ვერბალური კომუნიკაცია, შინაარსი, აზრი, რომელსაც ადამიანი გადასცემს. სხვა არხები არავერბალურია და შედგება ფაქიზი მანიშნებლებისგან. არავერბალური კომუნიკაცია ხორციელდება ვიზუალური არხების მეშვეობით, რომელთა შორისაცაა სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცია, პოზა და გარეგნობა. ის ასევე გადასცემს ინფორმაციას ისეთი პარალინგვისტური საშუალებებით (ნათქვამის დარჩენილი ნაწილი, როდესაც მას შინაარსი მოშორდება), როგორებიცაა ხმის ამპლიტუდა და სიმაღლე, მეტყველების მკაფიოობა, ხმის ხარისხი.

ჟესტების ენა

სხეულის ჟესტები და პოზები გამოხატავენ გარკვეულ ინფორმაციას. სხეულის ბევრი მოძრაობა საზოგადოდ მიღებულია და შეიცავს სპეციფიკურ ინფორმაციას ან მინიშნებას – მაგალითად, ასეთები ჟესტებია „შეჩერდი“ და „მოდი“ ან ჟესტები „დაჯექი“, „დიახ“, „არა“, „წადი“, „ნახვამდის“. ჟესტებს მაშინ აქვთ მნიშვნელობა, როდესაც დამკვირვებლებს და მონაწილეებს ესმით კონტექსტი და კულტურა. გაშლილი ხელის გულები ყოველთვის მოპატიჟებას არ ნიშნავს. ზოგჯერ მაღლა აწეული ხელი გარეთ მიმართული გაშლილი ხელის გულით ნიშნავს გაჩერებას – „შეჩერდი“. საპირისპირო ჟესტი კი – სხეულისაკენ მიმართული ხელის გულით და ასევე სხეულისაკენ მოძრავი თითებით ნიშნავს „მოდი“-ს, „შემოდი“-ს. ჟესტების მნიშვნელობა დამოკიდებულია კონტექსტზე, მოქმედების განმახორციელებელ ადამიანზე, კულტურაზე და კომუნიკაციის მიმღებზე. არავერბალური  კომუნიკაციისა და ჟესტების მნიშვნელობამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა პოპულარულ კულტურაში. მედია ექსპერტები, რომლებიც „მუშაობენ“ პოლიტიკურ კანდიდატებზე, ხშირად ძალიან ბევრს მუშაობენ არა მხოლოდ პრეზენტაციის შინაარსზე, არამედ არავერბალურ კომუნიკაციაზეც. 1988 წლის საარჩევნო კამპანიისას, როჯერ აილესმა, ჯორჯ ბუშის მედია კონსულტანტმა გაზეთ „Newsweek“-ში დაწერა, თუ როგორ ამზადებდა ბუშს ერთ-ერთი დებატებისათვის შემდეგი მითითებებით „შემდეგ ისევ მაღლა ასწევთ საჩვენებელ თითს“.

 

თვალებით კონტაქტი…

თვალებით კონტაქტი არავერბალური კომუნიკაციის განსაკუთრებით საინტერესო ფორმაა. მისი მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით იცვლება. თვალით კონტაქტი სულ მცირე მიუთითებს ინტერესის ქონაზე. დაჟინებით ცქერამ შეიძლება გამოხატოს გამოწვევა ან მუქარა.

თვითპრეზენტაცია

ადამიანები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი როგორც პირადი, ასევე, საერთო მიზნების მიღწევისას. აქედან გამომდინარე, სოციალური ჩართულობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. სოციალური ჩართულობა თავს იჩენს ყველაზე სტრესულ სიტუაციებში, რომელსაც ადამიანები ხშირად განიცდიან. სოციალური ურთიერთქმედებისას, როცა სხვებს ვხედავთ, ვცდილობთ, რომ ვმართოთ ჩვენი გამომეტყველება. ტერმინი თვითპრეზენტაცია, გულისხმობს “ჩვენს შესახებ” შთაბეჭდილების მართვას. თვითპრეზენტაცია – მიზანმიმართული მოქმედება სხვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდლების მოხდენის მიზნით.  თვითპრეზენტაციის მთავარი მიზანია საკუთარი თავის ისე წარდგენა, რომ სხვებზე ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. რატომ არის თვითპრეზენტაცია ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობისათვის? არსებობს რამდენიმე მიზეზი. ხშირად გვინდა, რომ სხვებს ჩვენზე პოზიტიური წარმოდგენა შეექმნათ. მაგალითად, როგორც საინტერესო ადამიანზე, მეგობრულზე, განათლებულზე, მზრუნველზე და ა.შ.. მაგრამ, ზოგჯერ, სხვა სურათის წარმოდგენაზეც ვფიქრობთ. მაგალითად, მოჩხუბარს უნდა თავი წარმოაჩინოს, როგორც ძლიერმა და უშიშარმა. სხვა შემთხვევაში კი, შეიძლება გვინდოდეს ჩვენს მიმართ სხვების ნეგატიური დამოკიდებულება შევცვალოთ. მაგალითად, გამოცდაზე დაგვიანებისას ვცდილობთ, სერიოზული მიზეზი მოვიგონოთ. საკუთარი თავის პრეზენტაცია გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ სხვებს და რა ვიფიქროთ მათზე. თვითპრეზენტაცია გავლენას ახდენს, აგრეთვე, თვითაღქმაზე. როდესაც რაიმეს სახალხოდ ვაკეთებთ, ამას ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაზე, ვიდრე როდესაც იგივე საქმეს ნაკლები ადამიანების თანდასწრებით ვაკეთებთ. თვითპრეზენტაციაზე გავლენას ახდენს, ნაცნობია თუ არა აუდიტორია. მოდურად ჩაცმული მოზარდი, მოდური ვარცხნილობით, შეიძლება მასზე უფროსი თაობის ადამიანებს უცნაურად მოეჩვენოთ. `სხვისი როლისშეთვისების უნარი, ანუ იმის განჭვრეტა, თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე, საკუთარი თავის კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია. სოციალური ჩართულობის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა _ ადამიანი მოერგოს სხვადასხვა სიტუაციას და, ესაბამისად, შეძლოს ლავირება.

 

7 რჩევა ნუცა საღარაძისგან:

  1. გამოიყენეთ პოზიტური თვით საუბარი (თვითგამხნევება) როცა იცით რომ გაქვთ მნიშვნელოვანი დღე. ეცადეთ დაიწყოთ პოზიტიური საუბრით: ,, დღეს იქნება დიდი დღე“ მომავალში უკეთ გამომივა. მე მივაღწევ დასახულ მიზანს.
  2. გამოხატეთ სითბო, კეთილგანწყობა/თავაზიანობა და მეგობრობა აუდიტორიის, ადამიანების მიმართ. გამოიყენეთ პოზიტიური, კონსტრუქციული გამონათქვამბები. რადგან რასაც ამბობთ და გადმოსცემთ ამით ექმნება აუდიტორიას, ადამიანებს შთაბეჭდილება თქვენს შესახებ. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ კრიტიკას და თბილად მიიღოთ კომპლიმენტი. რადგან როგორც განეწყობით აუდიტორიის მიმართ, აუდიტორიასაც ისეთივე დამოკიდებულება ექნება თქვენთან
  3. ეცადეთ იყოთ ემპათიური და ნაკლებად დაძაბული. ყურადღება მიაქცით აუდიტორიას და ეცადოთ გაიზიაროთ მათი დამოკიდებულებები, გრძნობები და აქედან გამომდინარე მოახდინოთ თქვენი ნათქვამის მოდიფიცირება. ასევე ყოვეთვის ეცადეთ იყოთ მშვიდად, ისაუბროთ მშვიდ ტონალობაში. აუდიტორიამ არ უნდა იგრძნოს დაძაბულობა
  4. ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური მანიშნებელები/ კომუნიკაცია. ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ კომუნიკაციას: თვალებით კონტაქტი, სახის გამომეტყველება, ჟესატ- მიმკა არის ძალინ მინშვენლოვანი. შეიძლება ადამიანი საუბრობდეს ერთს, მაგრამ სახეზე აბსოლიტუად სხვა ემოცია იყოს გამოხატული. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ და ყურადღება მივაქციოთ არავერბალურ კომუნიკაციას
  5. ყურადღება მიაქცეთ გარეგნულ მხარეს ეცადეთ ჩაიცვათ სიტუაციის შესაბამისად, გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად. ვიზუალური მხარე პრეზენტატორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველი შთაბეჭდილებაც სწორედ აქედან იქმნება.
  6. ხშირად გაიღიმეთ/ იყავით პოზიტიური- თუ ხშირად გავიღიმებთ და ვიქნებიტ პოზიტიურები აუდიტორიას დადები განწყობა შეექმნება ჩვენს მიმართ.
  7. თვითპრეზენტაცია გავარჯიშებადია- ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რა შეგეშალათ წინა გამოსვლების დროს, იყავით სიტუაციის ადექვატური დააკვირდით სხვების ქცევებს და გამოტანეთ დასკვნა.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები