ბავშვობის ასაკში მეტყველების დარღვევების გამოვლინებები საკმაოდ მრავაფეროვანია. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ რა დარღვევასთან გვაქვს საქმე, გამომწვევი მიზეზიც განსხვავებული იქნება. განასხვავებენ მეტყველების განვითარების სპეციფიკურ დარღვევებს, არტიკულაციის სპეციფიკურ დარღვევებს, სოციალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მეტყველების პრობლემებს, როგორიცაა მაგ. ელექტიური მუტიზმი, ენაბორძიკი. ასევე აღსანიშნავია მეტყველების შეძენილი დარღვევები, აფაზიები. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი, მაია მაჭავარიანია.
რა იწვევს მეტყველების პრობლემებს?
ფსიქოლოგი ამბობს, რომ მეტყველების დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, შეშინება, მშობლების მხრიდან ზეწოლა – ,,სამაგალითო“ ბავშვის აღზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვის სამეტყველო მასალით გადატვირთვა, თუმცა უფრო ხშირად ეს ნევროლოგიური ბუნების მიზეზებია, კერძოდ, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით, ინტოქსიკაციით ან სხვა დაავადების შედეგად.
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი?
პირველი სიტყვების წარმოთქმას ბავშვები იწყებენ 1 წლის ასაკიდან, 1 წლის და 6 თვის ბავშის სიტყვათა მარაგი უნდა აღემატებოდეს 15 სიტყვას, ეს არის ძირითადად მარტივი სიტყვები, როგორიცაა ,,მომე“, ,,ბურთი“ ,,კოვზი და ა.შ ხოლო 2 წლის ასაკის ბავშვი უკვე უნდა ახერხებდეს ორსიტყვიანი წინადადების აწყობას ,,წყალი მინდა“, ,,მომე პური“… თუ ბავშვს 1 წლის და 6 თვის ასაკში არ აქვს აქტიურ მარაგში არც ერთი სიტყვა, არ რეაგირებს სახელზე და არ ესმის ძალაინ მარტივი, მოკლე ინსტრუქციები, მაგალითად კითხვაზე ,,სად არის დედა?“ არ უყურებს დედას, ან თხოვნაზე მომეცი ბურთი მოაქვს სხვა საგანი, ასევე თუ 2 წლის ასაკში ბავშვის სიტყვათა მარაგი არის რამდენიმე სიტყვა, არ შეუძლია 2 სიტყვის გადაბმა , ან მეტყველებს სხვა ადამიანებისათვის გაუგებარ ,,საკუთარ“ ენაზე, რომელიც ესმის მხოლოდ მშობელს, სასურველია კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.
რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა, რომ მეტყველების პრობლემა არ გართულდეს?
პირველ რიგში, არ უნდა დაელოდოს, რომ ეს პრობლემა თავისით გადაივლის. მეტყველება არის ძალიან სპეციფიკური ფსიქიკური ფუნქცია, რომელზეც შემდგომ ხდება ბევრი სხვა უნარების დაშენება, ამდენად, მეტყველების განვითარების შეფერხება გამოიწვევს ამ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განვითარების შეფერხებასაც, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის როგორიცაა აზროვნება. ხშირად, მშობლები არ აკავშირებენ ერთმანეთთან, მაგრამ იმ ბავშვებს, რომლების გვიან იწყებენ მეტყველებას, შემდგომ აღენიშნებათ პრობლემები სასკოლო ასაკში. კერძოდ, ასეთ ბავშვებს ხშირად უჭირთ წერა-კითხვის ათვისება, რადგან წერაც და კითხვაც ის უნარებია, რომლებიც გაშუალებული არის მეტყველებით.
„რაც შეეხება მოზრდილებს, მეტყველების შეძენილი დარღვევები, გამოწვეული ქალა-ტვინის ტრავმით, ინსულტით ან თავის ტვინის სხვა მიზეზით დაზიანების შედეგად ასევე მოგვარებადი პრობლემებია და დროული ჩარევის შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულად აღდგენადია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:
გადაცემის ჩანაწერი: