LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გვერწითელი: მალე ჩვენს თაყვანისმცემელს თბილისსა და ბათუმში შვხვდები

6

6 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს მომღერალი თამარ გვერწითელი სტუმრობდა.

– ქალბატონ თამარ, დიდი წარმატებით გრძელდება თქვენი საერთაშორისო ტურნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესოა, როდის გაიმართება მორიგი კონცერტი და რას მიეძღვნება საღამო?

– ტურნე ამერიკაში დაიწყო და გერმანიაში გაგრძელდა, ჩეხეთსა და ბელორუსში მოგვიანებით გავმართავთ კონცერტებს, სექტემბერში კი, ტრადიციულ ფესტივალში „მუსიკა საზღრებს გარეშე“ მივიღებთ მონაწილეობას და ძალიან გვახარია, რომ მალე ჩვენს თაყვანისმცემელს თბილისსა და ბათუმში შვხვდებით.

– ახალ ალბომს ან სიმღერას ხომ არ უმზადებთ თაყვანისმცემელს?

– ალბომზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა მის ჩაწერას ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ვფიქრობ, მალე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდება მისი სტილი, შინაარსი და მსმელელს რამდენიმე ახალ სიმღერასაც შევთავაზებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები