LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე და მარიამ როინიშვილი „სამოსელი პირველის“ დეტალებით „არტ-FM”–ში

7

3 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს თეონა ჯორბენაძე, მარიამ როინიშვილი და ზაზა მარჯანიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც 14 ოქტომბერს დაგეგმილ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაზე „სამოსელი პირველი“ ისაუბრეს.

– თეონა, რა გეგმები გაქვთ ახალ სეზონზე?

– სეზონი მართლაც დატვირთული და ძალიან მრავალფეროვანი იქნება. გუშინ ლექსო თორაძემ, ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა რეგიონალური ტურნე გახსნეს გორში, 5 ოქტომბერს ქუთაისში გადაინაცვლებენ,  17 ოქტომბერს პაველ ვერნიკოვი წარსდგება პუბლიკის წინაშე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 14 ოქტობერს კი, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელ პირველს“ შევთავაზებთ მაყურებელს, რომელიც ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალურ ვარიაციებში, ცნობილი არტისტების მიერ იქნება წარმოდგენილი.

– მარიამ, თქვენთვის რამდენად საინტერესოა ამგვარ პროექტში მონაწილეობა?

– ვფიქრობ, ბატონი გურამის ბრწყინვალე ნაწარმოები ყველასთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა თეომ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა.

– ბატონო ზაზა, როგორ ემზადებით წარმოდგენისთვის?

– ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს კონცერტს ბატონი გურამიც დაესწრება და მაქსიმალურად ვეცდებით ამგვარი ფორმით მაინც გადავუხადოთ მადლობა შემოქმედებისთვის.

 

– მარიამ, თქვენი აზრით, რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა წარმოდგენა?

– ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოვიდა მუსიკისა და ნაწარმოების გაერთიანებაა. ნაწარმოებში ნებისმიერ ქტუალურ შეკითხვაზე შეიძლება პასუხის მიღება, რომელსაც მაყურებელს საოცარი მსახიობებისა და მუსიკოსების შესრულებით შევთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები