LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილის და თემო საჯაიას სიმღერის პრემიერა “არტ-FM”–ში

4

28 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია სტუმრობდნენ. მომღერლებმა რადიოს მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინეს და სამომავლოს გეგმებზეც ისაუბრეს.

 

– ვერიკო, როგორ შედგა თქვენი დუეტი და როგორ შეიქმნა სიმღერა?

– მე და თემო დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ყოველთვის გვინდოდა ერთად მუშაობა, საბოლოოდ თემომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია საკუთარი შემოქმედებიდან და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზამთრის სიმღერა “თოვს” გაზაფხულზე ჩავწერეთ სანო სტუდიაში. არანჟირებაზე ლევან დეისაძემ, უჩა მეტრეველმა, ზაზა ცერცვაძემ და პაატა ანდრიაძემ იმუშავეს, რამდენიმე დღის წინ კი, კლიპიც გადავიღეთ ანრი ჯოხაძის რეჟისორობით.

– თემო, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– კიდევ ერთ საავტორო სიმღერაზე ვგეგმავ ვიდეოს გადაღებას, იანვრის თვეში კი, ყაზახეთში ვაპირებ მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებას. თუმცა ჯერჯერობით,  პრიორიტეტული მაინც ჩვენი დუეტია. ვფიქრობ, ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა, რაც პირველ რიგში ვერიკოს დამსახურებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები