LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას ქართველი გენერალური მდივანი ეყოლება

89

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.  ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 

პოპულალურები