LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკთხულთა უმეტესობის შეხედულებებთან ახლოს “ქართული ოცნება” დგას – NDI

53

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან  ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. გამოკითხულთა 22 %-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 10 % „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 3 % – „პატრიოტთა ალიანსს“ და ასევე 3% „თავისუფალ დემოკრატებს“.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%_ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები