LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების პარკი, ღამის კლუბები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა – კალაძემ ახალგაზრდებს პროექტები წარუდგინა

178

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე “ფაბრიკაში” ახალგაზრდებს შეხვდა.

მან შეკრებილებს თბილისის განვითარების ხედვასთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი წარუდგინა.

ვიდეორგოლში აქცენტი დედაქალაქში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ღამის ცხოვრების გააქტიურებაზე და განათლებაზე იყო გაკეთებული.

მათ შორის ერთ–ერთი პროექტი სწორედ განათლების პარკის მოწყობაა, რომელიც კალაძის თქმით, მილიონები დაჯდება.

ერთ–ერთი ვიდეო თბილისის ანძაზე გადმოსახედის მოწყობის პერსპექტივაზეც იყო.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს დღეს ვებპლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ.

შეხვედრა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპითა და სიმღერით “ჩემი საქართველო აქ არის” და მერობის კანდიდატთან სელფების გადაღებით დასრულდა.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1084230348347067/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები