LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განმუხურში ნარკოტიკების შენახვისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს

115

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 1995 წელს დაბადებული ბ.კ.დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

პოპულალურები