LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იაპონიის ელჩს შეხვდა

215

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის „არასაპროექტო საგრანტო დახმარების“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოთხი ერთეული მდინარის წყლის დონის მზომი სადგური და 2 ერთეული ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური გადაეცა. მდინარის წყლის დონის მზომი სადგურები დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (ნატანები, ხობისწყალი, ჟუჟა, გუბაზეული) დამონტაჟდა, ხოლო საზღვაო ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურები ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ფოთის საზღვაო ნავსადგურებში განთავდა.

დასავლეთ საქართველოში დამონტაჟებული უახლესი მოწყობილობები, ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ადრეული გაფრთხილების სისტემის სრულყოფას.

„მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით, გარემოსდაცვითი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ იაპონიისთვის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებს იწვევს. ჩვენ სურვილს გამოვთქვავთ, რომ საქართველომ და იაპონიამ ერთად განავითაროს ეკოლოგიურად მეგობრული საზოგადოება“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები