LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეზი თბილისისკენ: ფრანჩესკო ტოტი მოედანს თბილისში უბრუნდება

109

„გეზი ავიღეთ თბილისისკენ, ვუბრუნდებით მოედანს, ავტობუსი სწორად არის შერჩეული“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი წერს, რომელიც 29 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ტოტი აღნიშნულ სტატუსს ურთავს ფოტოს, რომელზეც ის ავტობუსში ზის. ავტობუსს მინაზე 10 ნომერი აწერია.

ცნობისათვის, იტალიის საფეხბურთო ნაკრებში ფრანჩესკო ტოტი 10 ნომრით თამაშობდა.

შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პოპულალურები