LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი გივი ბერიკაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გივი ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს მსახიობის გარდაცვალებას, განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო,” – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები