LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 39-ე წლისთავს ულოცავს

62

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 39-ე წლისთავს ულოცავს.

“დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავს აღნიშნავს. მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია. მისი წინამძღოლობით აშენდა და აღდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ამოქმედდა შორეულ კუთხეებში მიტოვებული ეკლესიები, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ისტორიისთვის ამ უმოკლეს დროში, ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გამოიარა უმძიმესი პერიოდები და სწორედ ეკლესია და პატრიარქის სიტყვა იყო ამ დროს ყველაზე დიდი იმედი. დღემდე სამაგალითოა მისი სულიერი სიმტკიცე, სიბრძნე, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი. მთელი გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს გააძლიეროს მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ქვეყანა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

პოპულალურები