LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს ხელი მოაწერა

47

საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, განაცხადა.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.

სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკინტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო შემდგომ სამუშაოებს,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები