LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური ნაცვლიშვილს: „უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება“

139
გომელაური და ნაცვლიშვილი

„უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის“, – ამ განცხადებით შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნაცვლიშვილმა გომელაურს ჰკითხა, თუ რატომ არ ჯარიმდება საქართველოში მოძრავი რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, რაზედაც გომელაურმა უპასუხა, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, არამხოლოდ რუსული, არამედ ყველა ქვეყნის ავტომობილი ჯარიმდება.

„თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები“ – გომელაური

„საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. უვიზოსთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ გუნდს არაერთხელ გაუკეთებია, უვიზო რეჟიმი ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის. რუსული მანქანები არ ჯარიმდებაო.

ყველა მანქანა ჯარიმდება, არამარტო რუსული, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თუ არამეზობელი, ევროპული – ყველა [ჯარიმდება]. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო.

„ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს“ – გომელაური

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის - ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის“

პროგრამა ვერ კითხულობდა, რაც უკრაინის ომი დაიწყო, მას შემდეგ პროგრამა დაიწერა და ახლა ჯარიმდება, მით უმეტეს, მივიღეთ კანონი, რომ როდესაც მანქანა გავა, ვეღარ შემოვა, თუ ჯარიმა არ გადაიხადა, ანუ ჩვენ იძულებითი უფლება არ გვაქვს, რომ საზღვარზე დავაკავოთ ადამიანი თუ გადის და ვთქვათ, 50-100 ლარიანი ჯარიმა როცა აქვს.

თუმცა, როდესაც უკან შემოდის, უფლება გვაქვს, აღარ შემოვუშვათ. შესაბამისად, იძულებულია ის ადამიანი, რომ გადაიხადოს. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები