LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

72

გუდაურში კვადროციკლი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვთან ერთად მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა-შვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის  სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები