LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროსტატს მართავდნენ სერტიფიცირებული მფრინავები მოქმედი მოწმობებით, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა გეგმური შემოწმება…“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

314
BeFunky-collage (2)

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, Cameron Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილი იყო საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში (“საქაერონავიგაცია”), აეროსტატზე იმყოფებოდა 3 ადამიანი.

„დიდი ბრიტანეთის წარმოების სითბური აეროსტატი Cameron Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).

აეროსტატს მართავდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები მოქმედი მოწმობებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა გეგმური შემოწმება.

საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კადრები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს: „ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს“ – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი ემსხვერპლა

ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები